среда, 24 декабря 2008 г.

ოზურგეთის საეკლესიო და სასულიერო ძეგლები

პროექტის მოკლე აღწერა: სამშობლოსა და კერძოდ მშობლიური კუთხის - ოზურგეთის ისტორიული წარსულის ცოდნა, მოძიება, დამუშავება და კვლევის წარმოება.
პროექტის სრული აღწერა: იქმნება მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მშობლიური კუთხის - ოზურგეთის ისტორიულ, გეოგრაფიულ კულტურულ ,წარსულს . მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მერიის, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ბაილეთის, ასკანის და ვარშანის ციხესიმაგრეზე. მოაწყობენ შეხვედრას შემოქმედის ეპისკოპოსთან მეუფე იობთან. მისგან მიიღებენ კურთხევას და კონსულტაციას. მოძიებული იქნება ოზურგეთის საეკლესიო და საერო ძეგლებზე არსებული ლიტერატურა. პარალელურად მოხდება ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის, ექვთიმე თაყაიშვილის და შემოქმედის ეპარქიის მუზეუმების საცავში საძიებო კვლევითი მუშაობა. შესწავლილი ძეგლების დათვალიერება.
მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები: 25 დღე
შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები გაეცნობიან კუთხის ისტორიულ წარსულს, გამოუმუშავდებათ ძიებისა და კვლევის ასევე მასალის გამოყენებისა და სინთეზის უნარი.
შედეგები: კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტი: ”ოზურგეთის საეკლესიო და საერო ძეგლები,, . მოეწყობა ვიდეოკიპის ჩვენება. მოეწყობა სამხატვრო გამოფენა.
სარგებელი სხვებისათვის : პროექტით გათვალისწინებული მასალა საშუალებას მისცემს, როგორც მე-4 სკოლას ასევე რაიონის სხვა სკოლებს გამოყენებულ იქნას მრავალჯერ.
პროექტში გამოყენებული მასალა შეავსებს იმ ხარვეზს, რაც გააჩნია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს სადაც, არ არის მინიშნებითაც კი გურიის მხარის ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესახებ ცნობები.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ისტორია , გეოგრაფია, რელიგია, ხელოვნება, ისტ.
ფასილიტატორი: ლელა სიხარულიძე.
ელ. ფოსტა: lelasikharulidze71@gmail .com

საკურთხეველთან

საკურთხეველთან